Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მიზანი და ვიმსჯელეთ შეფასების 5 ძირითად მიზანზე. მოვამზადეთ პრეზენტაცია.

Saturday, March 26, 2016

   მესამე დღის რეფლექსია




XXI  საუკუნის სიტყვებით და მბლუმის ტაქსონომიის მიხედვით  დავხვეწე ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები . ვიმსჯელე და ჩამოვაყალიბე ჩემი თემისთვის საჭირო  შინაარსობრივი  კითხვები. მოვიძიე საჭირო სურათები და განვათავსე ჩემ ბლოგზე.

Sunday, March 20, 2016

მეორე დღის რეფლექსია.

ვიმსჯელეთ და ინდივიდუალურად შევარჩიეთ პროექტის სახელები. გამოვკვეთეთ პრობლემები. განვიხილეთ და შევავსეთ პროექტის შაბლონი.შევქმენით პროექტისთვის საჭირო საქაღალდე.ესგ -ს გამოყენებით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით, 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებით და მათი შესაბამისი სიტყვების გამოყენებით შევავსეთ კურსის რესურსები.  ბლოგზე განვათავსეთ საინფორმაციო ელემენტი  (გაჯეტი) .

Saturday, March 19, 2016

პირველი დღის რეფლექსია

 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში

მასწავლებელი არის ფასილიტატორი, რომელიც მოსწავლეს აძლევს რეკომენდაციას, მართულებას, თუ როგორ უნდა შეასრულოს მოსწავლემ მისთვის  დაკისრებული დავალება.  მუშაობის პროცესში უნდა მივცეთ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასება, ხოლო დასკვნისას  განმსაზღვრელი შეფასება. 
სწორად უნდა დავგეგმო პროექტი, რათა ყველა მოსწავლე იყოს ჩართული საქმიანობაში, საადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ დოზით, რისი შექმნაც შეუძლიათ მათ.